მასონთა შეთქმულება


ერთ–ერთი მტკიცებულება მასონური შეთქმულების თეორიის მხარდამჭერთათვის არის აშშ დოლარის უკანა მხარეს მარცხნივ გამოსახული ერთ–ერთი მასონური სიმბოლო – ცამეტსართულიანი პირამიდა, რომელიც მიუთითებს თავისუფალ მასონებზე, როგორც ახალი სოლომონის ეკლესიის ქვისმთლელ–მშენებლებზე, ბოლოვდება "სამყაროს დიდი არქიტექტორის" ე.წ. "ყოვლისმხედველი თვალით" და ორი ფრაზით ლათინურ ენაზე — Annuit coeptis (დალოცოს (ღმერთმა) ჩვენი ძალისხმევა) და Novus ordo seclorum(ახალი საუკუნის წესრიგი) აღებული ვერგილიუსის ნაწარმოებიდან.
პირამიდა და თვალი — მასონური სიმბოლოები 1აშშ დოლარი

გაყოფილი პირამიდა შედგენილია ცამეტი აგურის რიგისგან, სადაც ყოველი აგური აღნიშნავს ცალკეულ ხალხებს ან სახელმწიფოებს თავისი მონეტით, სიმბოლურად გამოხატავს კაცობრიობის არასრულობას ყოვლისშემძლე "მწვერვალის" გარეშე. ყოვლისშემძლე "მწვერვალის" სიმბოლო — სამკუთხედში თვალი "სამყაროს დიდი არქიტექტორისა" — გადახურულია ლათინური წარწერით: "Annuit Coeptis", რომელიც არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ "რჩეულს" მინიჭებული აქვს სამყაროს მართვის პრივილეგია. ამაზე მიანიშნებს ასევე წარწერა ქვემოთ "დიდი ბეჭედი" (ინგლ. The Great Seal), რაც გამოხატავს სიმდიდრის და ქონების დასაკუთრებას და შრომის ენერგიის და სამსახურის დაქვემდებარებას "ბეჭდის" მფლობელისთვის. პირამიდის აღწერილ მნიშვნელობას ამტკიცებს ასევე წარწერა: "Novus Ordo Seclorum" (ახალი საუკუნის წესრიგი). ამას გარდა, თუ პირამიდას წარმოვიდგენთ სამკუთხედად და გადავახატავთ კიდევ ერთს, ისე, რომ გამოვიდეს დავითის ვარსკვლავი, მაშინ ვარსკვლავის ექვსი წვეტი მიანიშნებს ასოებზე: "A", "S", "N", "O", "M"; რომელთაგანაც შედგება სიტყვა MASON.
კუპიურის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია: არწივი, მის მკერდზე ფარი ცამეტი ზოლით, აკაციის ტოტი ცამეტი ფოთლით და ცამეტი კვირტით — უჭირავს მარჯვენა ფეხით და ცამეტი ისარი — უჭირავს მარცხენა ფეხით.
აშშ–ს სახელმწიფო გერბის გამოსახულება აშშ–ს დიდ ბეჭედზე
კონსპიროლოგების აზრით — აკაცია, რომელიც წარმოადგენს წმინდა ხეს მასონებისთვის, სიმბოლურად გამოხატავს გასაღებს მისი ლეგენდარული დამაარსებლის, ხირამის საფლავის გასახსნელად, მასონთა ტრადიციისა და ორგანიზაციის ძალას, საიდუმლო ცოდნის ფლობას და მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობას ან უკვდავებას. ისრები არწივის მარცხენა ფეხში აღნიშნავს ცოდნასა და ძალას, მიმართულს იმისათვის, რათა დაამშვიდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოკლას კიდეც მტრები, ამიტომ ყოველ ისარს აქვს განსხვავებული სიგრძე და ემუქრება დამონებული კაცობრიობის პირამიდის შემადგენელი ცამეტი იარუსიდან ერთ–ერთს.
"E Pluribus Unum" ("სიმრავლიდან – ერთი") სამყაროს წარმოშობის მასონური დოქტრინის თანახმად, რომელიც გარკვეულწილად გადმოღებულია ძველი მატერიალისტური სწავლებებიდან, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ "ერთი", რომელიც დაიშალა და მას შემდეგ განაწილებულია "მრავალ" განსხვავებულ არსებაში, საგანში და მოვლენაში, ფორმებში და სახელებში, სახეობებსა და კატეგორიებში. კონსპიროლოგთა მიხედვით მასონთა იდეალური მიზანია — განადგურდეს "სიმრავლე", მოისპოს მრავალფეროვანი სიმდიდრე ადამიანებში, კულტურა და ტრადიცია; ეს ყველაფერი — განახლებული "ერთის" აღსადგენად. ამიტომაც არწივს უჭირავს ლენტი ცამეტი ასოთი შესრულებული ლათინური წარწერით: "E Pluribus Unum" ("სიმრავლიდან – ერთი"). თუმცა თუ ამ ფრაზას გადავთარგმნით, როგორც: "მრავალფეროვნებაშია ერთიანობა", მაშინ ის უფრო გასაგები ხდება, როგორც მოწოდება გაერთიანებისკენ ახალი ამერიკული საზოგადოების ასაშენებლად.
ცამეტის ვიწრო გაგებით ეს ენერგიის განვითარების და ადამიანის ცვლილების დონეთა რიცხვია. უფრო ფართო გაგებით იგი წარმოადგენს სამყაროს არასრულობის სიმბოლოს და მოთხოვნილებას განმასრულებელი "მწვერვალისა", რადგან მხოლოდ მისი საშუალებით თუ შეძლებს მიაღწიოს სრულყოფილებას და გაექცეს საფრთხეს. არწივის თავზე ბრწყინავს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც თავის მხრივ შედგება ცამეტი მასონური ხუთქიმიანი ვარსკვლავისგან და სიმბოლურად გამოხატავს შემორიგებას "წინააღმდეგობების", შემორიგებას "ცისა" და "მიწის". აქ ის განასახიერებს სიმდიდრის, ადამიანური განსხვავებულობის და შესაბამისი ფასეულობების განადგურების იდეალს, თუმცა ამ რიცხვის გამოყენება აშშ–ს დროშაშიც და გერბშიც ოფიციალურად უკავშირდება შტატების თავდაპირველ რაოდენობას, დროშაში თავიდან ვარსკვლავებიც და ზოლებიც ცამეტი იყო, მაგრამ შტატების რაოდენობის 50–მდე გაზრდასთან ერთად ვარსკვლავების რაოდენობა 50 გახდა, ხოლო ზოლები თავდაპირველი სახით დარჩა.

მასონთა შეთქმულების მიზნები 

თეორიის მომხრეთა მიხედვით მასონთა ზოგადი მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება მთელს მსოფლიოში ერთი მიმოქცევის საშუალებითა და ხალხებს შორის განსხვავების წაშლით.

მეთოდები 

მასონთა შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონთა გავლენა გავრცელდება საქველმოქმედო, მშვიდობის დამცველი, სამართალდამცავი და სხვა ორგანიზაციების საშუალებით. ყველაზე გავრცელებულ მაგალითად ითვლება ჯორჯ სოროსის ფონდი "კულტურული ინიციატივა", რომელსაც უკავშირებენ თავისუფალ მასონებს. სოროსს აკისრებენ ასევე პასუხისმგებლობას მრავალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაქინაციაზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ჯორჯ სოროსი აფინანსებდა ვარდების რევოლუციასაც საქართველოში.

სრულიად