მასონები და ეკლესია


მასონები და კათოლიკური ეკლესია

მასონურ ორგანიზაციებთან დიდი ხანია უარყოფითი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიას, რომის ამჟამინდელი პაპის, ბენედიქტე მე-16–ის განცხადებით: "მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის". გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის (მასონობის ქრისტიანული მიმდინარეობა) წევრის განცხადებით: "კათოლიკური ეკლესიის ასეთი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალაუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაა - მხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა."
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობა მასონების ლეგენდარულ წინაპრებთან – ტამპლიერებთან დაიწყო ჯერ კიდევ მასონური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ძირითად ბრძოლას მათ წინააღმდეგ აწარმოებდა იეზუიტთა ორდენი. 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტი მეთორმეტემ გამოსცა ინტერდიქტი მასონების წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა მასონების ეკლესიიდან ავტომატურად გარიცხვას.
ფრანგული მასონური ლოჟები გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტირელიგიური მიმართულებით. მათ ჰქონდათ გადამწყვეტი გავლენა საფრანგეთის რევოლუციის იდეაზე. გადატრიალების შემდეგ კი მმართველ ორგანოებში მასონთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. რევოლუციის პერიოდში გატარდა მასობრივი ანტისაეკლესიო რეფორმა ("დექრისტიანიზაცია"). ასევე მასობრივი რეპრესიები სამღვდელოების წინააღმდეგ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ თავად რეპრესიებში მასონებს მნიშვნელოვანი როლი აღარ უთამაშიათ. 
ლეონ XIII–მ ენციკლოპედიაში Humanum Genus (1884 წლის 20 აპრილი) გააკრიტიკა მასონობა. კანონიკური სამართლის კოდექსში 1917 წელს იყო განცხადება, რომ მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა ეკლესიიდან გარიცხვას. 1983–ში მიიღეს ახალი კოდექსი, სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც დაბადა შთაბეჭდილება, რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესუსტდა, მაგრამ რწმენის დოქტრინის კონგრეგაციაში იმავე 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის. 

მასონები და პროტესტანტული ეკლესიები 

პროტესტანტულ ეკლესიას ამ მოძრაობასთან შედარებით მშვიდი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება, ამავე დროს, როგორც წესი, გაერთიანებული დიდი ინგლისური ლოჟის დიდ მაგისტრად ინიშნება სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. ანგლიკანური ეკლესიის ბევრი ეპისკოპოსი მასონი იყო. რთული სისტემაა შვედეთში, სადაც მეფე მეთაურობს ეკლესიას და ამავე დროს მეურვეობს შვედეთის მასონურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანულ ლოჟად ითვლება. შვედეთის ეკლესია მთელს პროტესტანტულ სამყაროში ერთ–ერთ ყველაზე ლიბერალურ დაწესებულებად ითვლება, რადგან მასში მიღებულია ლესბოსელების და გეების "ქორწინება" და "მღვდლობა", რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობის წინააღმდეგ წასვლას, არათუ მასონების მხარდაჭერა.
ამასთანავე, მასონთა უმეტეს მიმდინარეობებში გაერთიანება რელიგიური და ეთნიკური ნიშნით აკრძალული არაა, ამ ბოლო დროს დაუშვეს ქალთა გაწევრიანებაც. არსებობენ მასონებში გაწევრიანებული მთელი სექტები, მაგალითად 1842 წელს მორმონები ჯოზეფ სმიტის მეთაურობით გაერთიანდნენ მასონებში და გაითავისეს მათი არაერთი ტრადიცია და წეს–ჩვეულება.
ზოგიერთმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ, როგორიცაა მაგალითად "მეთოდისტური ეკლესია", აუკრძალა მის წევრებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ისევე როგორც "სამხრეთის ბაპტისტურმა კონვენციამ", ყველაზე მსხვილმა ბაპტისტურმა ორგანიზაციამ აშშ–ში, განაცხადა რა, რომ მასონიზმში მონაწილეობის მიღება შეუთავსებელი იყო სარწმუნოებასთან.

მასონები და მართლმადიდებელი ეკლესია 

ს.ვ. ბულგაკოვის წიგნში, რომელიც გამოიცა 1913 წელს, ხოლო ხელახლა გამოიცა 1993 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ, ნათქვამია: "მასონთა მთავარი მიზანია რელიგიისა და განსაკუთრებით ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების. ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას. აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ, მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობას და რევოლუციებს."
1932 წელს რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მასონობა ანათემას გადასცა. ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მასონებთან მიმართებაში თავის პოზიციას არ გამოხატავს.
მეორეს მხრივ, მკრთალად ჩანს ახალ აღთქმასთან დამოკიდებულება მასონური იდეოლოგიისა, რომლის დიდ გავლენას განიცდის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა: საყოველთაო პოლიტიკური და რელიგიური ერთობა, ძმობა და თავისუფლება, გლობალიზაცია და ლიბერალიზმი. არაერთი სხვადასხვა ეროვნების მკვლევარის მიერ გამოცემულ წიგნში ნათქვამია, რომ მასონთა გავრცელება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მიმართულია მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებისკენ.
"საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟის" დიდი მაგისტრის, ფრანსუა სტიფანის მიერ "France 5"–ისთვის ამ თემაზე მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ მსოფლიო ძალაუფლება. გადაცემის ავტორი შეეხო ასევე მექრთამეობაში შემჩნეულ მასონ პოლიტიკოსებსაც. სტიფანის თქმით: "როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი კანონს არღვევს, არ სჯიან მთელ ეკლესიას, ასევე არ შეიძლება, კონკრეტული მასონის დანაშაული მთელ დაწესებულებას გადავაბრალოთ".

მასონები და ისლამური სამყარო

მუსულმანური კრიტიკა მასონებთან მიმართებაში ძალიან იშვიათია, თუმცა იგი არანაკლები აკრძალვებით გამოირჩევა. მაგალითად, 1978 წლის 15 ივლისს ფატვა წარმოთქვა ეგვიპტეში კაიროს ელ–აზაარის უნივერსიტეტის მაჰმადიანმა თანამშრომელმა, რაც ფორმალურად უკრძალავს მუსულმანებს მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში ისლამური ქვეყნები, როგორებიც არიან მაროკოლიბანი და თურქეთი არ არიან გაერთიანებული ამ ფატვაში თავიანთი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მუსულმანების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაყრდნობილი ანტისემიტიზმზე და ანტისიონიზმზე, ასევე უკავშირებენ მასონურ მოძრაობას დაჯალსაც (ეშმაკის მაჰმადიანური სახელი).
ზოგიერთი მუსლიმი ანტიმასონი ამტკიცებს, რომ მასონები ანხორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მათ ერთ–ერთ მისწრაფებას წარმოადგენს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა დღევანდელი ალ–აქსას მეჩეთის ადგილას (სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე მუსულმანებმა შემდეგ სწორედ ეს მეჩეთი ააგეს).
ბევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაშიც მუსულმანთა რიცხვი მაღალია, კრძალავს მასონურ დაწესებულებებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.


სრულიად