მასონების წარმოშობა


მასონების წარმოშობა


ტავერნა "Goose and Gridiron" ლონდონში, სადაც დაარსდა პირველი დიდი მასონური ლოჟა

მასონთა გავრცელება მსოფლიო მასშტაბით 2000 წლისათვის. [11]
1. ორ მილიონამდე
2. რამდენიმე ასეული ათასი
3. რამდენიმე ათეული ათასი
მასონური მოძრაობის ზუსტი წარმომავლობა და მათი თავდაპირველი სახე დღემდე დავის საგნად რჩება, ამის ერთ–ერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დროთა განმავლობაში მასონობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ყველა სავარაუდო საწყისს დაშორდა იდეოლოგიურად, ან სულაც არ გააჩნდა ისინი. პოემა "რეგიუს მანუსკრიპტი" არის უძველესი მასონური ტექსტი, რომელიც თარიღდება 1390 წლით. ძირითადად მთელი მასონური ისტორია გაყოფილია ორ პერიოდად: 1717 წელს ინგლისის დიდი ლოჟის ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ. მტკიცდება მასონური ლოჟის არსებობა მეთექვსმეტე საუკუნეშიც, მაგალითადკივლინინგის ლოჟა 1500–იანი წლების დასაწყისში, ამ ლოჟას 1599 წლიდან ერქვა "ye warden of ye lug of Kilwynning". არის სანდო და ნათელი ცნობები მეჩვიდმეტე საუკუნის შუახანებში ინგლისში ლოჟების არსებობის შესახებ. შეიძლება შეხვდეთ წყაროებს, სადაც პირველ მასონურ ლოჟად მოხსენიებულია რომელიმე სხვა მასონური გაერთიანება, რაც ძირითადად გამოწვეულია ცალკეულ მკვლევართა სუბიექტური შეხედულებებით, რადგან ეს ორგანიზაციები ახლაც კი ბევრ საკითხს არ ამხელენ, რაც ართულებს მისი ახლანდელი თუ ადრინდელი სტრუქტურის კვლევას, შესაბამისად იმ ორგანიზაციების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ აღნიშნულ სტრუქტურასთან.
1717 წლის 24 ივნისს ოთხი ლონდონური ლოჟა შეიკრიბა ლონდონში, ტავერნა "Goose and Gridiron"–ში და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი ლოჟა. ეს გაერთიანება მალე გადაიქცა "მარეგულირებელ ორგანოდ", რომელსაც შეუერთდა ინგლისური ლოჟების უმეტესობა, ამის მიუხედავად ინგლისის დიდი ლოჟის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას რამდენიმე ლოჟა აღშფოთებით შეხვდა და1751 წლის 17 ივლისს ჩამოაყალიბა ცალკე "Antient Grand Lodge of England". 1813 წლის 25 ნოემბერს ეს ორი მიმდინარეობა ისევ გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟა (UGLE). ირლანდიის დიდი ლოჟა და შოტლანდიის დიდი ლოჟა დაარსდა 1725 და 1736 წელს შესაბამისად. თავისუფალი მასონობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ინგლისის ორივე მასონური მიმდინარეობის მიერ.
ამერიკის რევოლუციის შემდეგ აშშ–ს დიდი ლოჟები დამოუკიდებლად არსდებიან უკვე თითოეულ შტატში. ზოგიერთი წამოწყებით სურდათ შეექმნათ ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ლოჟა, რომლის მეთაურიც იქნებოდა ჯორჯ ვაშინგტონი, როგორც პირველი დიდი ოსტატი (თვითონ იყო ვირჯინიის ლოჟის წევრი), მაგრამ იდეას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ზოგიერთი შტატის ლოჟამ არ მოინდომა თავისი თვითმმართველობის შეზღუდვა გაერთიანების ხარჯზე.
უძველესი იურისდიქცია კონტინენტურ ევროპაზე, "საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი" (GOdF), დაარსდა 1728 წელს, მაგრამ ინგლისურენოვანი ლოჟების იმეტესობამ შეწყვიტა მასთან ფორმალური ურთიერთობა 1877 წლისთვის, როდესაც "GOdF"–მ მოუხსნა ერთი ღვთაებისადმი რწმენის მოთხოვნა თავის წევრებს და დაუშვა ათეისტების მიღება. "საფრანგეთის დიდი ეროვნული ლოჟა" (GLNF) არის მხოლოდ ფრანგული დიდი ლოჟა, რომელსაც აქვს რეგულარული მეგობრული ურთიერთობა "UGLE"–სთან და მსოფლიოს არაერთ სხვა იურისდიქციასთან.
დღეს–დღეობით მასონური სამყარო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი – ესენია: "GOdF" და მისი მომხრე ლოჟები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მეორე – "UGLE" და მისი მიმდევრები.

სრულიად